ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ 39 წლის ასაკში სანაკრებო კარეირა დაასრულა. მან ამის შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით ამცნო.
მესის არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა და 207 მატჩში 125 გოლი გაიტანა, პლუს 68 საგოლე პასი გააკეთა. ის ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე გატანილი ბურთების რაოდენობით მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდოს (145) ჩამორჩება.
მესიმ მსოფლიოს ექვს ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014, 2018, 2022, 2026) ითამაშა. მან ერთხელ ოქროს მედალი (2022) მოიგო, ხოლო ორჯერ ვერცხლის მედლებს (2014, 2026) დაეუფლა. იგი 21 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ბომბარდირია – პირველი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპეა (22). მესის მუნდიალებზე გაკეთებული საგოლე პასების რეკორდი ეკუთვნის – 12.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ორჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი (2021, 2024) და ასევე ფინალისიმა (2022 წელს არგენტიელებმა ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხეს) მოიგო.
ლაშა თაბაგარი





