კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში „გაგრამ“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
მატჩის მე-12 წუთზე გაგრელთა შეტევის დროს, უკრაინელმა ვიქტორ ბლიზნიჩენკომა მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში გურამ გოშთელიანს გაუკეთა, რომლის პირველი დარტყმული მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა მოიგერია, მაგრამ მასპინძლების ფორვარდის მეორე ცდა შედეგიანი აღმოჩნდა – 1:0. „იბერიას“ ყოფილმა კაპიტანმა გოლი არ აღნიშნა.
79-ე წუთზე ურუგვაელმა მცველმა გიგერედომ, რომელიც მოედანზე ორი წუთი შესული იყო, თავის საჯარიმოში ვარდნაში ალექსანდრე ფეიქრიშვილი წააქცია და მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძე, პენალტი დანიშნა. სტუმართა უკრაინელი თავკაცი ანდრეი დემჩენკოს მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმდა და ყვითელი ბარათი მიიღო. დავით მურჯირმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 2:0.
„იბერია“ მიმდინარე სეზონში მეშვიდედ დამარცხდა და 34 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ 27 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





