კაკაბაძის წაგება სტუმრად, კვერკველიას მე-4 გოლი ყირგიზეთში

0
2

„კრაკოვია“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურში სტუმრად „რადომიაკთან“ 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 86-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ ორი გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. კრაკოველებს 8 ქულა აქვთ და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.
სოლომონ კვერკველიამ, რომელიც ყირგიზეთის „ტოკტოგულში“ გამოდის, მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში მე-4 გოლი გაიტანა. 21-ე ტურში „ტოკტოგული“ სტუმრად „კირგიზალტუნს“ დაუზავდა (1:1) და 83-ე წუთზე გამთანაბრებელი ბურთი თავით საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმცველმა შეაგდო. „ტოკტოგული“ 27 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი