„უდინეზეს“ პირველი მოგება – გოგლიჩიძე ისევ სკამზე

0
2

„უდინეზემ“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე გამოდიან, მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში პირველი თამაში მოიგო. მე-2 ტურში უდინელებმა სტუმრად „მონცას“ მინიმალური სხვაობით აჯობეს – 3:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბუთელებიდან განაცხადში მხოლოდ მცველი გოგლიჩიძე მოხვდა, რომელსაც ისევ არ უთამაშია, ხოლო შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე ტრავმის მორჩენის მერე, რეაბილიტაციას გადის.
მატჩის 32-ე წუთზე „უდინეზე“ პიოტროვსკიმ დააწინაურა, ხოლო 37-ე წუთზე კოლპანიმ ანგარიში გაათანაბრა. 45-ე წუთზე კამარამ უდინელები ისე წინ გაიყვანა, პირველი ტაიმის ბოლოს კი, ეკელკამპმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მასპინძლებიდან 63-ე წუთზე თავი ვარელამ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ლაშა თაბაგარი