ლოჩოშვილის სამქულიანი დებიუტი ბუნდესლიგაში

0
16

გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. „კიოლნმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების მცველი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, პირველ ტურში „ჰოფენჰაიმი“ მიიღო და 3:2 დაამარცხა.
ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 27-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში დაგიმ გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე საპასუხო ბურთი ელ მალამ გაიტანა. 57-ე წუთზე „ჰოფენჰაიმის“  ფეხბურთელმა მოერსტედტმა პენალტი ვერ გამოიყენა. ათ წუთში სტუმრები წინ კაბაკმა გაიყვანა.
72-ე წუთზე ანგარიში დალინგამ გაათანაბრა, რომელმაც 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
გოჩოლეიშვილი მე-13 ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც პირველ ბუნდესლიგაში ითამაშა. მანამდე, გერმანული ფეხბურთის ელიტაში შემდეგი მოთამაშეები გამოდიოდნენ:
რეზო არველაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი,  ლევან ცქიტიშვილი, არჩილ არველაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, დავით თარგამაძე, აკაკი გოგია, ლევან ყენია,  ბუდუ ზივზივაძე,  გიორგი გოჩოლეიშვილი.
1.კახა ცხადაძე (აინტრახტი, 64 მატჩი)
2. რეზო არველაძე (კიოლნი, 7 მატჩი)
3. ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი და კარლსრუე, 198 მატჩი)
4. ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი. შალკე და ჰერტა; 351 მატჩი)
5. ლევან ცქიტიშვილი (ფრაიბურგი და ვოლფსბურგი, 127 მატჩი)
6. არჩილ არველაძე (კიოლნი, 29 მატჩი)
7. ოთარ ხიზანეიშვილი (ფრაიბურგი, 8 მატჩი)
8. ლევან ყენია (შალკე, 11 მატჩი)
9. დავით თარგამაძე (ფრაიბურგი, 2 მატჩი)
10. აკაკი გოგია (აუგსბურგი და უნიონი, 22 მატჩი)
11. ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, 20 მატჩი)
12. გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, 24 მატჩი)

ლაშა თაბაგარი