აბუაშვილის გუნდის ქულა სტუმრად

0
1

გიორგი აბუაშვილმა „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. მე-4 ტურში მეცელები სტუმრად „ენესის“ დაუპირისპირდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა მოედანზე 59 წუთზე გაატარა და პირველი ტაიმის შუაწელში მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ მცველმა „დააფარა“. მატჩის 24-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში სავანიემ გახსნა, ხოლო 33-ე წუთზე იანგმა საპასუხო ბურთი გაიტანა. „მეცი“ 6 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა,
ლაშა თაბაგარი