ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი „ლაიფციგში“ დაბრუნდა

0
1

კრისტოფერ ნკუნკუ ისევ „ლაიფციგის“ ღირსებას დაიცავს. „მილანმა“ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი გერმანულ კლუბში 2026-2027 წლების სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. „ლაიფციგს“ იჯარის ამოწურვის შემდეგ, 28 წლის ფეხბურთელის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნება.
ნკუნკუ გერმანულ გუნდში 2019-2023 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 172 მატჩში 70 გოლი გაიტანა, პლუს 56 საგოლე პასი გააკეთა. ის 2021-2022 წლების სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
2023 წელს „ჩელსიმ“ ნკუნკუ 60 მილიონ ევროდ შეიძინა. 2025 წელს „მილანმა“ ფრანგი თავდამსხმელი 37 მილიონ ევროდ იყიდა.
ლაშა თაბაგარი