თბილისის „დინამოში“ ბერძენი ცენტრალური მცველი მარიოს პურზიტიდისი ითამაშებს.
27 წლის ფეხბუთელმა პროფესიონალური კარიერაში სამშობლოში კლუბ „პლატანიასში“ დაიწყო, რომლის ღირსებას 2019-2020 წლებში იცავდა. ამის შემდეგ, ის 2020-2025 წლებში ჩეხეთის „ლიბერეცში“ გამოდიოდა, სადაც 105 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონში იჯარით პრაღის „დუკლაში“ გაატარა, რომელშიც 27-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ლაშა თაბაგარი





