დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ გოლით შეეწია

0
1

ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში პირველი გოლი გაიტანა. მე-3 ტურში „სენტ-ეტიენმა“ შინ „გრენობლი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო საქართველსო ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშში თამაშში 27-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს. 59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა დავითაშვილმა თანაგუნდელის პასის მერე ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი კარს გადაცდა.
82-ე წუთზე დავითაშვილმა ბოაკიესთან „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოში შეჭრილმა საბოლოო ანგარიში გაათანაბრა.
„სენტ-ეტიენი“, რომელიც გასულ სეზონში ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი-ოფში დამარცხდა, 9 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი