ლონდონის „არსენალმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ მცველი ეზრი ჯონსი შეიძინა. ბირმინგემელები ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ, ხოლო კიდევ 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
კონსა „ასტონ ვილაში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 286 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში ბირმინგემელებთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო, კონსა ინგლისის ეროვნულ გუნდში 2024 წლიდან გამოდის და 28 შეხვედრაში 2 ბურთი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი





