ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ერედივიზიონში მეორე საგოლე პასი შეასრულა. მეორე ტურში როტერდამელები შინ მოქმედ ჩემპიონ პსვ-ს დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მე-5 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ვან ბომელმა გახსნა. 54-ე წუთზე ეგოიანმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა ეინდჰოვენელთა საჯარიმოში გახსნილ ვიდელს, რომელმაც თავით გაიტანა. 56-ე წუთზე პსვ-დან თავი პეპიმ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ეგოიანმა სეზონის სტარტზე ჩატარებულ 2 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





