საზონოვმა ლა ლიგაში პირველად ითამაშა

0
1

საბა საზონოვმა ესპანეთის ლა ლიგაში პირველად ითამაშა. „ხეტაფე“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, პირველ ტურში სტუმრად „ალავესთან“ 0:3 დამარცხდა. საზონოვი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ.
პირველ ტაიმში სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ, რადგან მსაჯმა უხეშობისთვის მცველი კიკო ფემინია გააძევა. მასპინძლები 73-ე წუთზე ტენალიამ დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე თავი დიასმა გამოიჩინა. სამ წუთში როდრიგესმა საბოლოო წერტილი დასვა.
საზონოვი „ხეტაფეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
იტალიის „ტორინომ“ საზონოვი 2023 წელს მოსკოვის „დინამოდან“ სამ მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, ტურინულ გუნდში საბას კარიერა არ აეწყო. მან „ტორინოში“ 13-ჯერ ითამაშა და სასტარტო შემადგენლობაში ერთხელ მოხვდა. 2024 წელს „ტორინომ“ საზონოვი „ემპოლიში“ გაანათხოვრა, სადაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და მთელი სეზონი გამოტოვა.
შარშან ზაფხულს 24 წლის ფეხბურთელს „ხეტაფეში“ ანათხოვრებდნენ, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ამის შემდეგ, „ტორინოს“ ხელმძღვანელებმა ქართველი გუნდის განაცხადში არ შეიყვანეს და ის მხოლოდ ვარჯიშობდა.
ლაშა თაბაგარი