ავსტრიაში ორივე მამაგეიშვილმა ითამაშა

0
0

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში შინ „ალტახს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან განაცხადში მხოლოდ მამაგეიშვილი მოხვდა, რომელიც მოედანზე ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეციდა. კიტეიშვილს წვივის ტრავმა აქვს და მოედანზე როდის დაბრუნდება ჯერ უცნობია. სამი ტურის შემდეგ „შტურმი“ 7 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
გიზო მამაგეიშვილის ტყუპისცალმა ოთარმა „ვოლფსბერგის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. „ვოლფსბერგი“ გასვლაზე „ლუშტენაუსთან“ დამარცხდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 77 წუთი გაატარა. „ვოლსფბერგი“, რომელსაც მამაგეიშვილი ერთწლიანი იჯარით პორტუგალიის „ფამალიკაოდან“ შეუერთდა, მე-4 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი