ხავი ნიდერლანდების ნაკრებს უხელმძღვანელებს

0
3

ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ხავი დანიშნეს. ამის შესახებ ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი იუწყება.
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. მან რონალდ კუმანი შეცვალა, რომელმა თანამდებობა 1 ივლისს დატოვა. კუმანის ხელმძღვანელობით ნიდერლანდები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
46 წლის ხავი 2021-2024 წლებში „ბარსელონას“ თავკაცობდა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა. მანამდე, ის კატარის „ალ-სადს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი