ხვიჩა კვარაცხელია უეფას ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეორედ მოგებას სოციალური ქსელში გამოეხმაურა.
„აი ასე იწყება სეზონი“ – დაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რომელმაც ზალცბურგში ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
ხვიჩა პსჟ-ში 2025 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 81 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





