ხორვატიის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ზლატკო დალიჩი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებს გაწვრთნის. მან რუმინელი კოსმინ ოლეროიუ შეცვალა.
დალიჩი ხორვატიის ნაკრებიდან მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ წავიდა. განვლილ მუნდიალზე ბალკანელები 1/16-ფინალში პორტუგალიასთან 1:2 დამარცხდნენ.
59 წლის სპეციალისტი ხორვატებს 2017 წლიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2018 წელს რუსეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც ფრანგებთან დამარცხდა, ხოლო 2022 წელს კატარის მუნდიალზე მე-3 ადგილი დაიკავა. 2023 წელს ხორვატიამ უეფას ერთა ლიგის ფინალი წააგო.
ეროვნულ გუნდში დანიშვნამდე დალიჩი „ვარტეკს“, „რიეკას“, ტირანას „დინამოს“, „სლავენ ბელუპოს“, „ალ ფაისალის“, „ალ ჰილალს“ და „ალ აინს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





