საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ოფიციალური წერილით მიმართა და ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა უკან გაიწვია.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუქმებს 2026 წლის 1 ივნისს გაგზავნილ მხარდაჭერის წერილს, რომლითაც სფფ მხარს უჭერდა ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე, 2027 წელს, კიდევ ოთხი წლის ვადით არჩევასთან დაკავშირებით.





