„ლივერპულმა“ „ბარსელონას“ კაპიტანი ინათხოვრა

0
14

„ბარსელონას“ კაპიტანი რონალდ არაუხო 2026-2027 წლების სეზონს იჯარით „ლივერპულში“ გაატარებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველი „ბარსაში“ 2019-2020 წლების სეზონიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 213 მატჩში 14 გოლი გაიტანა. შარშან დეკემბრის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე „ჩელსისთან“ 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც არაუხო გააძევეს, ფეხბურთელმა „ბარსას“ ხელმძღვანელებს მიმართა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემის გამო დასვენება სჭირდებოდა. მედიის ინფორმაციით, ის მოკლე ხნით იერუსალიმში გაემგზავრა, რათა სულიერად გაძლიერებულიყო.
ლაშა თაბაგარი