ეგვიპტის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მოჰამედ სალაჰი „ტრაბზონსფორში“ ითამაშებს. 34 წლის ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ ტრაბზონელთა პრესსამსახური იუწყება.
სალაჰი „ტრაბზონსფორს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეურთდა. მას „ლივერპულთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებდა, მაგრამ კვირაში 400000 გირვანქა სტერლინგის მიღებაზე უარი განაცხადა და ინგლისური გრანდიდან წავიდა.
სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წელს „რომადან“ გადავიდა. მან ინგლისური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 435 მატჩში 255 გოლი გაიტანა და 122 საგოლე პასი გააკეთა. სალაჰმა „ლივერპულთან“ ერთად ორჯერ ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, ხოლო თითოჯერ – ინგლისის ასოციაციის თასი, სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
ის კარიერის განმავლობაში ასევე ეგვიპტის „ალ-მოკავლონში“, შვეიცარიის „ბაზელში“, ლონდონის „ჩელსიში“ და ფლორენციის „ფიორენტინაში“ თამაშობდა. სალაჰმა ეგვიპტის ნაკრებში ჩატარებულ 121 შეხვედრაში 121-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 68-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





