აზაროვი არ ათამაშეს, გოჩოლეიშვილი განაცხადს მიღმა

0
16

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი ირიცხებიან, უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში ლვოვში „კუდრივკას“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების განაპირა მცველებიდან განაცხადში მხოლოდ აზაროვი მოხვდა, ხოლო გოჩოლეიშვილი სათადარიგოთა სკამზეც არ იჯდა. ამ ეტაპზე უცნობია, ქართველი ფეხბურთელები ახალ სეზონში დონეცკურ გუნდში დარჩებიან და სათადარიგოთა როლით დაკმაყოფილდებიან თუ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად კარიერას სხვაგან განაგრძობენ.
განვლილ შეხვედრას რაც შეეხება, „შახტარმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო შესვენების მერე მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და 1 გაუშვა.
შეგახენებთ, რომ მიმდინარე სეზონში უკრაინის მოქმედი ჩემპიონი ლიგის ფაზაში იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი