პეტკოვიჩი ალჟირის ნაკრებიდან გაუშვეს

0
4

ვლადიმერ პეტკოვიჩი ალჟირის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
62 წლის ბოსნიელი სპეციალისტი ალჟირელებს სათავეში 2024 წელს ჩაუდგა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 33 მატჩიდან 23 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 5 წააგო. მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ალჟირი 1/16-ფინალში გავიდა, სადაც შვეიცარიასთან 0:2 წააგო.
ალჟირამდე პეტკოვიჩი 2014-2021 წლებში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა, ხოლო საკლუბო დონეზე შვეიცარიის „ლუგანოს“, „ბელინცონას“, „იანგ ბოიზს“, „სიონს“, თურქეთის „სამსუნსფორსა“ , იტალიის „ლაციოს“ და საფრანგეთის „ბორდოს“ ავარჯიშებდა. მან 2012-2013 წლების სეზონში „ლაციოს“ იტალიის თასი მოაგებინა,
ლაშა თაბაგარი