„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი მატჩი წააგო.
მეორე ტურში კრაკოველები შინ შჩეცინის „პოგონს“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო გოლი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრებიდან პირველი გოლი 46-ე წუთზე ლეო ბორჟესმა გაიტანა, ხოლო ძირთადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე საბოლოო წერტილი მიკაირუმ დასვა.
ლაშა თაბაგარი





