გიორგი გაგუამ, რომელიც მეორე სეზონია „დუნაისკა სტრედაში“ გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში საგოლე პასი მიითვალა.
„დუნაისკა სტრედა“ სტუმრად „რუჟემბეროკს“ დაუზავდა (1:1), ხოლო თამაშში მე-60 წუთზე ჩართულის გაგუას გადაცემით რამადანმა ანგარიში 72-ე წუთზე გახსნა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე გაიტანეს. „დუნაისკს სტრედას“ სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე იყო, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს.
30 ივლისს „დუნაისკა სტრედა“ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას სტუმრად ბოსნიის „ველეჟთან“ ჩაატარებს. სლოვაკებმა შინ პირველი თამაში გაგუას გატანილი პენალტით 1:0 მოიგეს.
ლაშა თაბაგარი





