სლოვაკეთის „ჟილინამ“, რომლის ღირსებას ალექსანდრე ნარიმანიძე იცავს, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში პოლონეთის „კატოვიცე“ მიიღო და 2:1 აჯობა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. სტუმრები მე-6 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო გოლი პენალტიდან 29-ე წუთზე გაიტანეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში „ჟილინა“ წინ გავიდა და შეხვედრის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა.
სლოვაკები საპასუხო შეხვედრას პოლონეთში 30 ივლისს ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





