ლოჩოშვილი „კიკერის“ ვერსიით მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო მცველია

0
0

ლუკა ლოჩოშვილი ავტორიტეტული გერმანული გამოცემა „კიკერის“ ვერსიის გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო მცველი გახდა.
28 წლის ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის“ მაისურით 34 ტურიდან 33-ში ითამაშა და ერთი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, რაც ზედმეტი ყვითელი ბარათების მიღებამ გამოიწვია. ის სასტარტო შემადგენლობაში 33-ჯერ მოხვდა და 32 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მეორე ბუნდესლიგაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლოჩოშვილის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პირველ ბუნდესლიგაში მოასპარეზე „კიოლნმა“ 5,5 მილიონ ევროდ შეიძინა და მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლუკას დებიუტი „კიოლნში“ გუშინ მე-4 ლიგის „ბერგიშ გლადბახთან“ 8:0 მოგებულ მატჩში შედგა, რომელშიც მეორე ტაიმი ჩაატარა და 52-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:0 იყო, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი