დვალი კაპიტნის სამკლავურით და ფრე ხორხელის გუნდთან

0
1

სოფიას „ცსკა 1948“-მ, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკთან“ ჩაატარა, რომელიც უგოლოდ დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ბულგარელებს შეუცვლელად უკაპიტნა, ხოლო სასტარტოში მყოფი ხორხელი 89-ე წუთზე შეცვალეს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა სოფიაში 28 ივლისს შედგება.
ლაშა თაბაგარი