კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ბულგარეთში სოფიას „ლევსკისთან“ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი თამაშის მე-8 წუთზე დიმიტროვმა გაიტანა.
რუმინეთის მოქმედი ჩემპიონი საპასუხო შეხვედრას შინ „ლევსკისთან“ 29 ივლისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





