საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მიუნხენის „ბაიერნს“ პსჟ-დან ნახევარმცველ უორენ ზაირ-ემერის შეძენა ურჩევს.
„უორენ ზაირ-ემერის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მისი სათამაშო სტილი „ბაიერნს“ იდეალურად ესადაგება. მას საუცხოო ხასიათი აქვს, ძალიან შრომისმოყ ავარეა და როგორც ფეხბურთელი შესამჩნევად გაიზარდა.
თუ პარიზში სათადარიგოთა სკამზე ძალიან ბევ დროს გაატარებს, მაშინ კლუბის შეცვლის სურვილი ექნება. თუმცა, მისი ტრანსფერი ძალიან ძვირი დაჯდება“ – იუწყება გერმანული გამოცემა „ბილდი“ სანიოლის ნათქვამს, რომელსაც „ბაიერნის“ რიგებში არაერთი ტიტული მოუგია.
20 წლის ემერის პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს. მან 2025-2026 წლების სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 54 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





