გურამ გოშთელიანი კარიერას „გაგრაში“ განაგრძობს. ამის შესახებ გაგრელთა პრესსამსახური იუწყება.
29 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში თბილისის „იბერიაში“ დაიწყო, რომლის აკადემიის აღზრდილიაცაა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თუმცა, ზაფხულში გუნდში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს მისვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონიდან გაუშვეს. მან „იბერიას“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 135 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.
გოშთელიანმა „იბერიასთან“ (ყოფილი „საბურთალო“) ერთად საქართველოს ჩემპიონატი სამჯერ, ხოლო საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი თითოჯერ მოიგო.
მას „იბერიას“ გარდა, „დილაში“, „თელავში“ , ბულგარეთის „პირინში“, სლოვაკეთის „კუბინში“ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი




