ერნან კრესპო მექსიკის „ატლასს“ გაწვრთნის, რის შესახებ ნახსენები კლუბის პრესსამსახური იუწყება. არგენტინის ეროვნული გუნდის 51 წლის ექსფორვარდის კონტრაქტის დეტალები არ გასაჯაროებულა. ის ბოლო ბრაზილიის „სან-პაულუს“ ავარჯიშებდა, რომლიდან მარტში დაითხოვეს.
მანამდე, კრესპო იტალიის „მოდენას“, არგენტინის „ბანფილდსა“ და „დეფენსას“, კატარის „ალ-დუჰაილს“ და არაბეთის გაერთიანებული საამიროების „ალ-აინს“ ავარჯიშებდა.
მან არგენტინის ეროვნული ნაკრებში ჩატარებულ 64 მატჩში 35 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





