ლადო ბურდულმა ტყიბულის „მეშახტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„მეშახტესა“ და ვლადიმერ ბურდულს შორის 4-წლიანი ურთიერთობა დასრულდა. ,,მეშახტე”-ს თითოეული წევრი მადლობას უხდის მას ამ წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და მიღწეული შედეგისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალ საქმიანობაში“ – იუწყება ტყიბულელთა პრესსამსახური.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელის ხელმძღვანელობით გასულ წელს „მეშახტემ“ არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





