
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ზედიზედ ორჯერ ფინალში გასვლა სიგიჟეა.
„ყოველი ფინალი განსაკუთრებულია. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და თითოეული მათგანი უნიკალურია. კვლავ ასეთი ემოციის განცდა დაუჯერებელია. ვფიქრობ, რასაც ამ გუნდმა მიაღწია ნამდვილი სიგიჟეა – ზედიზედ ორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი.
მე რაც მეხება, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სამჯერ თამაში ძალიან ცოტა ფეხბურთელმა მოახერხა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ როგორც მიმდინარეობს ეს ტურნირი, როგორ წარიმართა განვლილი მატჩი, რა დონის მეტოქე გვყავდა და ვინ დავამარცხეთ. წარმოუდგენელო რაღაცეები მოხდა.
მატჩამდე ვთქვით, რომ ეს მხოლოდ თამაშია, მაგრამ ჰიმნის შესრულების დროს სულ სხვა განსაკუთრებული გრძნობა დაგვეუფლა. ამის მიუხედავად, არ დაგვავიწყდა, რომ ეს მაინც საფეხბურთო შეხვედრა იყო.
ჩვენგან წაგება არავის სურდა და არგენტინელ ხალხსაც ეს გამარჯვება ძალიან უნდოდა – ინგლისთან მარცხი არავის უნდოდა. ჩვენ ამ თამაშს სწორედ ასე აღვიქვამდით. მადლობა ღმერთს ჩვენსას მივაღწიეთ და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავედით. ეს არგენტინელებისთვის ძალიან ბედნიერი დღე იყო“ – იუწყება არგენტინული მედია მესის ნათქვამს, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეხუთედ დაასახელეს.
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეშიდედ გავიდა და ბრაზილიას დაეწია. უკეთესი შედეგი მხოლოდ გერმანიას აქვს, რომელმაც ფინალში 8-ჯერ ითამაშა. არგენტინა ბრაზილიის მერე მეორე გუნდია, მუნდიალების ფინალში ზედიზედ ორჯერ გასვლა ორჯერ მოახერხა. მანამდე, არგენტინელებმა ფინალში 1986 და 1990 წლებში ითამაშეს. ბრაზილიამ ეს 1958 და 1962, ასევე 1994 და 1998 წლებში შეძლო. მესიმ მიმდინარე ტურნირზე 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, რის წყალობით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება, რაც მუნდიალების ისტორიაში პირველადაა. მომავალი მატჩში კვირას 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი




