კერიკმა „მანჩესტერში“ ახალგაზრდა ბრაზილიელს დაუძახა

0
1

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელსაც მაიკლ კერიკი წვრთნის, ლონდონის „ჩელსიდან“ ნახევარმცველი ანდრეი სანტოსი შეიძინა.
22 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მანჩესტერელებთან  2031 წლის ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
„ჩელსი“ სამხრეთ ამერიკელი მცველის სანაცვლოდ 48 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს და პლუს 2 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. გასულ სეზონში ანდრეი სანტოსმა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი