ჯუდ ბელინგემი: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქილოგიურ ასპექტია“

0
1

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა, რომელმაც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ნორვეგიასთან დამატებით დროში 2:1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა, განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასპექტია.
„თამაში ბევრი სხვადასხვა ასპექტისგან შედგება. მათი ნაწილია – ტექნიკა და ტაქტიკა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასპექტია – წარუმატებლობას როგორ გავუმკლავდე და სირთულეები როგორ დავძლიო. ამ გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სირთულის დაძლევა შეუძლია, რაც ღირებული თვისებაა.
ტუხელი უკმაყოფილო თუ დარჩა გასაგებია. ძალიან რთული მატჩი იყო. ყველა ბოლომდე დაიხარჯა. ამიტომ, მადლობას ვუხდი ყველა მოთამაშეს, რომლებმაც უდიდესი სამუშაო გასწიეს“ – იუწყება ბელინგემის ნათქვამს ინგლისური მედია.
მან მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მეოთხედ დაასახელეს.
ინგლისი 1/2-ფინალში 15 ივლისს არგენტინას შეხვდება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი