ტუხელი: „ჩვენი თამაშით უკმაყოფილო ვარ“

0
1

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ნორვეგიასთან დამატებით დროში 2:1 გამარჯვების შემდეგ, თავისი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
„არასოდეს მითქვამს, რომ დავიტანჯებოდით. ცხოვრება თავად ძალიან გავირთულეთ. ფანტასტიკური შედეგი ვაჩვენეთ. საუცხოოა, რომ ნახევარფინალში გავედით. თუმცა, ჩვენი თამაშით უკმაყოფილო ვარ ყველა მიმართულებით.
თავდადება არ გვაკლდა, მაგრამ ნაჩვენები თამაშით პრობლემები საკუთარ თავს შევუქმენით. ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, ნელა და არათანმიმდევრულად ვმოქმედებდით. დღეს გაგვიმართლა.
საქმე მოთამაშეთა ფსიქოლოგიაში არაა. პირიქით, ხასიათის მხრივ ყველაფერი წესრიგშია. პრობლემა თამაშის ხარისხშია, რადგან უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ.
ბელინგემზე სასაუბრო არაფერია, რადგან ასეთ რამეს ყველა მატჩში აკეთებს. მსოფლიო დონის ფეხბურთელია“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს.
განვლილი მატჩის 36-ე წუთზე შელდერუპი ინგლისელთა საჯარიმოშ მარცხნიდან შეიჭრა და „ცაციათი“ შორეულ კუთხეში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ბელინგემმა ნორვეგიელთა საჯარიმოშ სოლორეიდი გოლით დაასრულა.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა, 93-ე წუთზე როჯერსმა შორი მანძილიდან დაარტყა და ნილანდმა ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, ხოლო ბელინგემმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მეოთხედ დაასახელეს.
ინგლისი 1/2-ფინალში 15 ივლისს არგენტინას შეხვდება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი