ლამინ იამალი: „თუ საფრანგეთს ვინმესი უნდა ეშინოდეს, მხოლოდ ჩვენი“

0
2

ლიდერ ლამინ იამალს მიაჩნია, რომ თუ საფრანგეთს ვინმესი უნდა ეშინოდეს, ეს სწორედ ესპანეთის ნაკრებია. ევროპის მოქმედი ჩემპიონის ერთ-ერთმა ლიდერმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის პირველობის 1/4-ფინალში ბელგიასთან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობ, ბელგიაზე გაცილებით ძლიერები ვიყავით. გაშვებულმა გოლმა უცნაური შეგრძნება გაგვიჩინა, რადგან ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით. თუმცა, ფეხბურთი ასეთია,
შესაძლოა, ვინმეს ეჩვენება, რომ განსაკუთრებით ლამაზ ფეხბურთს არ ვაჩვენებთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ტოლ-სწორად ვერცერთი გუნდი გვეთამაშა. ჩემი აზრით, თუ საფრანგეთს ვინმესი უნდა ეშინოდეს, მხოლოდ ჩვენი. სწორედ ჩვენ გამოვთიშეთ ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშებიდან“ – იუწყება იამალის ნათქვამს ესპანური მედია.
ესპანეთი 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ პირველად 1/2-ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის შეხვდება. მაშინ, ესპანეთამ არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. საფრანგეთი ესპანეთის დაპირისპირება 14 ივლისს შედგება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი