ნარიმანიძის „ჟილინა“ ხორვატიაში დამარცხდა

0
2

სლოვაკეთის „ჟილინა“, რომელშიც ალექსანდრე ნარიმანაძე გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად სპლიტის „ჰაიდუკს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. ხორვატები 22-ე წუთზე ბრაიკოვიჩმა დააწინაურა, ხოლო 49-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი დე ალმეიდამ გამოიჩინა. „ჟილინა“ სპლიტელებთან თავის მოედანზე საპასუხო მატჩს 16 ივლისს ჩაატარებს.
21 წლის ნარიმანიძე „ჟილინაში“ 2024-2025 წლების სეზონიდან ირიცხება. მან გასულ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი