გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგის 2026-2027 წლების სეზონი წარმატებით დაიწყო. ბერძენი აკის ვავალისის გაწვრთნილებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სან-მარინოს „ვირტუსი“ მიიღეს და მეტო ქეს ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
მატჩის მე-3 წუთზე სტუმრები ბენინკასამ დააწინაურა, ხოლო ხუთ წუთში ბასდრი გოგობერიშვილის პასის შემდეგ, შოთა შეყილაძემ საპასუხო ბურთი გაიტანა. მე-14 წუთზე გორელები განელმა ნახევარმცველმა ანოფმა დააწინაურა. 68-ე წუთზე შეყილაძის გადაცემით გვინეელმა მოჰამედ კანტემ ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
„დილამ“ საპასხუო მატჩს სან-მარინოში 16 ივლისს ჩაატარებს, რომელიც საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„დილა“ (გორი) – „ვირტუსი“ (სან-მარინო) 3:1 (2:1)
9 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
„დილა“ : კერესელიძე (კ), სანიანგი, კიკაბიძე, არაუჟო, ჯალაღონია, ანოფი, ტალი (კოუაკუ, 54), მენთეშაშვილი, გოგობერიშვილი (კანტე, 46), შეყილაძე (კობახიძე, 84), ფარულავა (დონკორი, 65).
მთავარი მწვრთნელი: აკის ვავალისი.
„ვირტუსი“: პასანიტი, დე პოლინა, რაბიე, კიაჩი, დე სანტისი (გორი, 79), გოლინუჩი (კ) (დე ლუსია, 75), ამატი (გასპერონი, 84), ბუონოკუნტო (სატალინო, 84), სკაპინი, ბენინკასა (სანტი, 46).
მთავარი მწვრთნელი: ოსკარ მურატორი.
გოლები: 0:1 ბენინკასა (3), 1:1 შეყილაძე (8), 2:1 ანოფი (14), 3:1 კანტე (68)
გაფრთხილება: ამატი (6), ტალი (30), ფარულავა (53)
მთავარი მსაჯი: მილოშ ბოშკოვიჩი (ჩრ.მაკედონია).
ლაშა თაბაგარი





