თომას ტუხელი: „ჩემი ფეხბურთელები არასოდეს ნებდებიან“

0
2

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში მექსიკასთან 3:2 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები არასოდეს ნებდებიან.
„გიჟური შეხვედრა აღმოჩნდა. ძალიან ამაყი ვარ, რადგან ყველა ბოლომდე დაიხარჯა. ეს წარმოუდგენლად რთული იყო. იმ მომენტებში, როდესაც ვფიქრობდით, რომ ინიციატივას ხელთ ვიგდებდით, უიღბლობას ვეჯახებოდით. ჩემი ფეხბურთელები რთულ მომენტებში არასოდეს ნებდებიან და რწმენას არ კარგავენ. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილ მატჩის 36-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში ბელინგემმა გახსნა, რომელმაც ორ წუთში ინგლისელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 42-ე წუთზე მექსიკელებიდან ერთი ბურთი კინიონესმა გაქვითა. 54-ე წუთზე ინგლისელთა მცველი კუანსა მექსიკელ ფეხბურთელს ეუხეშა და გააძევეს.
მე-60 წუთზე ჰარი კეინმა პენალტი გამოიყენა. თუმცა, 69-ე წუთზე თავის საჯარიმოში თამაშის წესი თავად დაარღვია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც ხიმენესმა გამოიყენა.
კეინი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ თამაშში პენალტი გაიტანა და შემდეგ თერთმეტმეტრიანი თავად „აიკიდა“. მან მიმდინარე მუნდიალზე მე-6 გოლი გაიტანა – ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესის (7), კილიან მბაპეს (7) და ერლინგ ჰოლანდს (7) ჩამორჩება.
კეინმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 გოლი შეაგდო და ლეგენდარულ გერმანელ ფორვარდ გერდ მიულერს გაუთანაბრდა. მასზე მეტჯერ მეტოქეთა კარი მესიმ, მბაპემ, კრიშტიანუ რონალდუმ და მიროსლავ კლოზემ აიღეს. კეინმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე ჩატარებულ 63 მატჩში 74 გოლი გაიტანა.
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. ტუხელის გაწვრთნილები ნორვეგიას დაუპირისპირდებიან. მატჩი 12 ივლისს საქართველოს დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი