
ეგვიპტის ნაკრების კაპიტანმა მოჰამედ სალაჰმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში ავსტრალიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ისტორიაში შესვლით გახარებულია.
„ეს ისტორიაა. ბიჭებს თამაშის წინ ვუთხარი: ეს ყველაზე დიდი სცენაა, რომელზე თამაშიც შეგიძლიათ. ამით დატკბით ზეწოლას უფლება არ მისცეთ, რომ გაგტეხოთ. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ, ხოლო მეტოქეს არ გაუმართლა. ბედნიერი ვარ, რომ ისტორიაში შევედით.
თუ ვინმეს პენალტი ასე უნდა დაერტყა, ეს მე ვიყავი. სხვებზე გამოცდილი ვარ და მსურდა დანარჩენებისთვის თავდაჯერება მიმეცა. ბოლო მომენტში გადავწყვიტე, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი სალაჰის ნათქვამს, რომელმაც პენალტი პანენკას სტილში შეასრულა.
განვლილი მატჩის მე-13 წუთზე ავსტრალიელთა კარი აშურმა აიღო. 55-ე წუთზე ეგვიპტელთა მცველმა ჰანი თავით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. ეგვიპტემ პენალტების სერიაში 4:2 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მეორედ გავიდა – პირველად 1934 წელს მოახერხა. ეგვიპტე 1/8-ფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ არგენტინას დაუპირისპირდება. მატჩი 7 ივლისს საქართელოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი




