ხავიერ აგირე: „ეს მექსიკელებისთვის დიდი დღეა“

0
3

მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეკვადორთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის ეს დიდი დღეა.
„40 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც სტადიონი „აცტეკა“ ბოლოს ასეთი ვნახე. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაშინ, მე იმ მოთამაშეებს შორის ვიყავი, რომლებიც 1/4-ფინალში ვერ გავიდნენ, რაც ძალიან მტკივნეულია. შენ გადალახავ ჯგუფურ ეტაპს და კარგ თამაშს აჩვენებ, მაგრამ შემდეგ კრიტიკულ შეცდომას უშვებ, რის გამო ტურნირს ემშვიდობები.
დღეს გულშემატკივრებთან კავშირმა ძალა შეგვმატა. ეს საუცხოოდ სტადიონია. ეს მექსიკელებისთვის დიდი დღეა. პირველ ტაიმში ჩვენი თამაში იდეალურთან მიახლოებული იყო, რომლისკენაც მივისწრაფვით. მეორე ტაიმში ვიცოდით თავი როგორ დაგვეცვა და ზეწოლას გავმკლავებოდით, რომელიც მეტოქისგან მოდიოდა“ – იუწყება აგირეს ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი შეხვედრის 22-ე წუთზე ანგარიში კინიონესმა გახსნა, ხოლო 31-ე წუთზე ეკვადორელთა კარი ხიმენესმა აიღო. მექსიკა 1986 წლის შემდეგ პირველად მუნდიალის პლეი-ოფის შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მანამდე, ზედიზედ 7-ჯერ დამარცხდა. მექსიკელებმა 1986 წელს სამშობლოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ბულგარეთი 2:0 დაამარცხეს.
ლაშა თაბაგარი