მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის მე-3 ტურში მექსიკის ნაკრებმა, რომელსაც 1/16-ფინალში თამაში განაღდებული ჰქონდა ჩეხეთი 3:0 დაამარცხა. ტურნირის ერთ-ერთი თანამასპინძლებიდან 55-ე წუთზე ანგარიში ჩავეს გარსიამ გახსნა, ხოლო 61-ე წუთზე კინიონესმა თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე საბოლოო წერტილი ფიდალგომ დასვა. მექსიკამ ბოლო 12 წელიწადში ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გაიტანა.
მექსიკის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაში პირველად მოიგო. განვლილი შეხვედრის 78-ე წუთზე თამაშში მეკარე გილერმო ოჩოა ჩაერთო. მისთვის მიმდინარე მსოფლიო პირველობა კარიერაში მეექვსეა, რომელშიც მონაწილეობს და მეოთხე, როდესაც ითამაშა. ის 2006 და 2010 წლებში გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.
მექსიკამ 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე პოზიციაზე ბევრისთვის მოულოდნელად სამხრეთ აფრიკა გავიდა, რომელმაც სამხრეთ კორეა 1:0 დაამარცხა და 4 ქულა დააგროვა. აფრიკელები პლეი-ოფში პირველად მოხვდნენ. კორეელებმა 3 ქულით მესამე პოზიცია დაიკავეს, ხოლო უქულო ჩეხეთი ბოლოზე გავიდა. ჩეხეთის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ისე დაასრულა, რომ თამაში ვერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





