კრიშტიანუ რონალდუს უნიკალური მიღწევა

0
8

კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. K ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალიამ მუნდიალის დებიუტანტი 5:0 გაანადგურა, ხოლო გუნდის 41 წლის კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა.
მე-8 წუთზე საჯარიმოში დარტყმიდან თავი ნუნუ მენდეშმა გამოიჩინა, ხოლო 39-ე წუთზე რონალდუმ დუბლი შეასრულა. მე-60 წუთზე ჰუსანოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 87-ე წუთზე წერტილი რაფა ლეაუმ დასვა.
რონალდუმ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში თავი პირველად გამოიჩინა. 41 წლის ასაკში, ის მეორე ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე თავი 40 წლის ასაკს გადაბიჯებულმა გამოიჩინა – პირველი 42 წლისა და 39 დღის კამერუნელი როჟე მილა იყო 1994 წელს.
რონალდუ 10 გოლით პორტუგალიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია მსოფლიო ჩემპიონატებზე – ლეგენდარულ აწ გარდაცვლილ ეუსებიოს (9 გოლი) გაასწრო. თუმცა, ეუსებიოს ყველა გოლი ერთ ჩემპიონატზე გაიტანა 1966 წელს ინგლისში.
კრიშტიანუმ, რომელიც პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, 230 მატჩში მეტოქეთა კარი 145-ჯერ აიღო. მან კარიერაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებულ 1329 მატში 975 ბურთი შეაგდო. იგი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დუბლის შემსრულებელი ყველაზე ასაკოვანი ფეხბრუთელია.
ლაშა თაბაგარი