ჩემპიონს უკრაინელი ნახევარმცველი შეუერთდა

0
4

თბილისის „იბერიაში“ უკრაინელი ნახევარმცველი ელდარ კულიევი ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელმა ბოლო 4 სეზონი აზერბაიჯანის „ზირეში“ გაატარა, სადაც დავით ვოლკოვის და გიორგი პაპუნაშვილის თანაგუნდელი იყო. მანამდე, ის სამშობლოში „მარიუპოლში“ და „მინაიში“ თამაშობდა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, რომელსაც უკრაინელი ანდრეი დემჩენკო წვრთნის, ესტონეთის ტალინის „ფლორას“ შეხვდება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 7-8 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14-15 ივლისს. „იბერია“ პირველ თამაშს სტუმრად ჩაატარებს.
ტალინის „ფლორას“ ძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავას „სლოვანს“ დაუპირისპირდება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 21-22 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი – 28-29 ივლისს.
ლაშა თაბაგარი