მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის C ჯგუფში ჰაიტისთან 3:0 მოგებულ მატჩში ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი რაფინია დაშავდა. მან მატჩის მე-40 წუთზე მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა ორთავა კუნთი დაიზინა და შეცვალეს.
„რაფინიამ ტკივილი მარჯვენა ფეხის უკანა ორთავა კუნთის ტრავმა ჰაიტისთან მატჩის პირველ ტაიმში მიიღო. მოთამაშემ მკურნალობა დაიწყო და შაბათს ხელმეორე სამედიცინო შემოწმებას გაივლის“ – იუწყება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრესსამსახური.
ბოლო ერთი წლის განმალობაშ რაფინიამ მსგავსი სახის ტრავმა მეოთხედ მიიღო. მსოფლიო ჩემპიონატამდე, ის საფრანგეთის ნაკრებთან 1:2 წაგებულ შეხვედრაში დაშავდა და 5 კვირა გამოტოვა.
ლაშა თაბაგარი





