დემჩენკოს უიღბლო დებიუტი – ფაცაციას სუპერგოლი

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივმა თბილისის „იბერიამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა.
განვლილ შეხვედრაში „იბერიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს დებიუტი შედგა, რომელმაც გუგა ნერგაძე შეცვალა.
პირველი ტაიმის შუაწელში ანგარიშის გახსნის შანსი ვახო ბედოშვილს ჰქონდა, რომელიც დრიბლინგით სამ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ პაპუნა ბერუაშვილმა სტუმრები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
42-ე წუთზე თბილისელთა კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა შეტევაში მარცხენა ფრთიდან ჩაერთო და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბერიაშვილი გამოსვლაზე უხეშად შეცდა და ამირან ძაგანიამ ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
მე-60 წუთზე განელმა პრინს ოსეიმ ბურთი მასპინძლების ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგზე ორ მოწინააღმდეგეს ეფექტურად გაცდა, რის შემდეგ კიდევ ერთი იბერიელი ჩამოიცილა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ბურთი „ცხრიანში“ გაახვია.
89-ე წუთზე „რუსთავის“ მცველმა ვაჟა ფაცაციამ დაახლოებით 60 მეტრიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო კარიდან წინ გამოსულ თორნიკე მეგრელიშვილს და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. დიდი შანსია ეს გოლი სეზონში საუკეთესოდ აღიარონ.
გია ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი“ 32 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზე, ხოლო „იბერია“ 29 ქულით მეორეა.

ლაშა თაბაგარი