სკალონი: „მესის აღსაწერად სიტყვები არ მაქვს“

0
3

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის ლეგენდარული ლიონელ მესის აღსაწერად სიტყვები არ აქვს. მან I ჯგუფის პირველ შეხვედრაში აფრიკელებთან 3:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ვიცოდით, რომ ბრძოლა მოგვიწევდა, რადგან ალჟირი კარგად მოთამაშე გუნდია. საბოლოო შედეგის მიუხედავად, ძალიან რთული მატჩი აღმოჩნდა. პირველი თამაში ყოველთვის მძიმეა და გარკვეულწილად გუნდზე მოქმედებს. კატარში ჩატარებულ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე პირველი წარუმატებელი მატჩი ჯერ კიდევ ჩვენს გონებაში იყო, მაგრამა ამ შედეგმა სულიერად დაგვამშვიდა.
მესის აღსაწერად სიტყვები არ მაქვს. 20 წლის განმავლობაში მსგავსი რამის ნახვას მივეჩვიეთ და ყველას აღაფრთოვანებს, ვინც მის თამაშს უყურებს. გუნდი ბედნიერია და სათამაშო დრო ბევრ ფეხბურთელს მივეცით. იმედია, მეორე  თამაშს მოვიგებთ, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ყველა ფეხბურთელი ითამაშებს“ – იუწყება სკალონის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი