ბრაზილიის ნაკრების გარემარბმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის სტარტზე C ჯგუფში მაროკოსთან 1:1 დასრულებული დაპირისპირების მერე აღნიშნა, რომ ტურნირზე სასტარტო მატჩი ყოველთვის რთულია.
„მატჩის დასაწყისში გოლს როდესაც გაუშვებ, სათამაშო გეგმა იცვლება. თუმცა, ამის შემდეგ ადაპტირება სწრაფად მოვახერხეთ და დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ. რაფინიამ ფლანგი შეიცვალა და თამაში უფრო კარგად გავწელეთ, ამასთანავე ბურთს მეტად ვაკონტროლებდით. ტურნირზე სასტარტო მატჩი ყოველთვის რთულია. მაროკო ძალიან კარგად თამაშობს და პირველი მატჩის წნეხი ყოველთვის იგრძნობა.
კარლო ანელოტიმ გვთხოვა, რომ ბურთი მეტად გვეკონტროლებინა და ერთი ფლანგიდან მეორეზე გადაგვეტანა. ჩემი აზრით, ეს მოვახერხეთ, მაგრამ მეტი საგოლე მომენტი ვერ შევქმებით, რადგან მაროკო თავს ძალიან კარგად იცავდა. ეს ტურნირი ასეთია- მუდმივი ადაპტაცია და თამაშის გაუმჯობესებაა საჭირო.
რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშში დადებითი მომენტები იყო, მაგრამ პროგრესირება უნდა გავაგრძელოთ, რადგან წინ მომდევნო შეხვედრაა, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა მოვიგოთ“ – იუწყება ბრაზილიური მედია ვინისისუს ნათქვამს, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
განვლილი შეხვედრის 21-ე წუთზე მაროკოელები საიბარიმ დააწინაურა, ხოლო 32-ე წუთზე საპასუხო ბურთი ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა. მან ბრაზილიის ნაკრების მაისურით მე-10 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





