ოფიციალურად: მოურინიო „რეალის“ მთავარი მწვრთნელია

0
3

ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. 63 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
„მადრიდის „რეალის“ დირექტორთან საბჭომ, რომლის სხდომა 11 ივნისს ფლორენტინო პერესის თავჯდომარეობით გაიმართა, ჟოზე მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში გადაწყვიტა – 2029 წლის 30 ივნისაამდე.
ჟოზე მოურინიო „რეალს“ 13 ივლისს შეუერთდება, როდესაც წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი დაიწყება“ – იუწყება „რეალის“ პრესსამსახური.
მოურინიო „რეალს“ 2010-2013 წლებში ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მადრიდელებმა ესპანეთის ლა ლიგა, თასი და სუპერთასი მოიგეს. მანამდე, ის „პორტუს“, „ჩელსის“, „ინტერს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ტოტენჰემს“, „რომას“ და „ფენერბაჰჩეს“ ავარჯიშებდა.
მოურინიოს „ბენფიკასთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა და მისი გადაბირების სანაცვლოდ „რეალმა“ ლისაბონელებს 15 მილიონი ევრო გადაუხადა.
კამაჩოს, ზიდანისა და ანჩელოტის შემდეგ, მოურინიო მეოთხე მწვრთნელია, რომელიც პერესმა “რეალში” დააბრუნა.
ლაშა თაბაგარი