პირველად მუნდიალების ისტორიაში – 3 გაძევება გახსნის მატჩში

0
4

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გახსნის მატჩში 3 ფეხბურთელი პირველად გააძევეს. მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“ ჩატარებულ მატჩში, ტურნირის ერთ-ერთმა თანამასპინძელმა სამხრეთ აფრიკა 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის მე-9 წუთზე ანგარიში კინიონესმა გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე მეტოქის კარი რაულ ხიმენესმა აიღო. მექსიკის ნაკრებმა მუნდიალის გახსნის თამაშში მერვედ ითამაშა, რაც რეკორდია. ცნობისთვის, მექსიკელებმა განვლილი 8 მატჩში პირველად გაიმარჯვეს. მანამდე, ისინი სამჯერ ბრაზილიასთან დამარცხდნენ, ხოლო თითოჯერ – შვედეთთან და საფრანგეთთან, ხოლო ორჯერ ფრედ ითამაშეს შესაბამისად საბჭოთა კავშირთან და სამხრეთ კორეასთან.
შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ბრაზილიელმა სამპაიომ 49-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის სამხრეთ აფრიკელი სიტოლე გააძევა, ხოლო მე-80 წუთზე წითელი ბარათი ტამბა ზვანეს აჩვენა, რომელმაც ხელი მეტოქეს თავში ჩაარტყა. სამპაიომ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე უხეშობისთვის სესარ მონტესი გააძევა.
ცნობისთვის, მექსიკელთა თავკაცი ხავიერ აგირენ და ბელგიელთა დამრიგებელი ჰუგო ბროსი ფეხბურთელობის დროს ერთმანეთს 40 წლის წინ მექსიკაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ერთმანეთს უშუალოდ მოედანზე დაუპირისპირდნენ.
მუნდიალის პირველ სათამაშო დღეს გამართულ მეორე შეხვედრაში სამხრეთა კორეამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. 59-ე წუთზე ანგარიში ჩეხმა კრეიჩმა გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე საპასუხო ბურთი ჰვონგმა გაიტანა. მე-80 წუთზე კორეელიბიდან თავი ოჰმა გამოიჩინა და ეს გოლი თამაშში ბოლო აღმოჩნდა.

ლაშა თაბაგარი